February 16, 2014

newpress გამოკითხვა: ქუთაისელები ავტომობილების ტექდათვალიერებაზე – გაატყავებენ ხალხს

2015 წლის 1 მარტიდან საქართველოში რეგისტრირებული ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის აუცილებელი ხდება ტექნიკური დათვალიერება.

newpress.ge-ს მიერ ქუთაისში გამოკითხული 50 ადამიანიდან 45 აღნიშნულ ინიციატივას უარყოფითად აფასებს. ადგილობრივები განმარტევნ, რომ ეს ბიუჯეტის შევსების მიზნით არის განპირობებული.

გამოკითხულთაგან 5 ადამიანი თვლის, რომ ავტომობილების ტექდათვალიერება ავარიებს შეამცირებს, რადგან, მათივე თქმით, ძალიან ბევრი გაუმართავი ტრანსპორტი მოძრაობს.

“ტეხასმოტერბზეც კიდევ გაადატყავებენ ხალხს. ბიუჯეტი უნდა შეავსონ აბა სხვანაირად როგორ უნდა შეავსონ”, – ასე აფასებენ ქუთაისელები ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერებას.

ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება 2004 წელს გაქმდა.