სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისს რამდენიმე უბანს ელექტროენერგია შეეზღუდება

23 ივნისი, 2015 • ირინა მაკარიძე • 1

ქუთაისს რამდენიმე უბანს  ელექტროენერგია შეეზღუდება

მიმდინარე წლის 24 ივნისს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება ქუთაისში დაახლოებით 6700 აბონენტს შეეზღუდება. ამის შესახებ “ენერგო პრო ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი თეონა გეგუჩაძე იტყობინება. მისი თქმით, მაღალი ძაბვის ქვესადგურ “ბაკისუბნის” გამანაწილებელ მოწყობილობებზე პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ნიკეას ქუჩას, ასევე ნაწილობრივ ილია ჭავჭავაძის, თაბუკაშვილის, ლომოურის, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩებს.
კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, პროფილაქტიკურ სამუშაოები სისტემატურად ტარდება ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში.

თეგები: ელექტროენერგიათონა გეგუჩაძემაღალი ძაბვა