Google-ს ინტერაქტიულ რუკაზე სრულად განთავსდა ინფორმაცია თბილისში არსებული ყველა შენობა-ნაგებობისა და გზათა ქსელის შესახებ. აღნიშნული მონაცემები დაახლოებით 3500 კილომეტრის სიგრძის გზათა ქსელს და 160 ათას შენობა-ნაგებობას აერთიანებს, რომლებიც შესაბამისი სამისამართო ნუმერაციითაა დანომრილი. ამიერიდან შესაძლებელია Google-ს რუკაზე მოიძიოს თბილისში არსებული ნებისმიერი შენობა. Google-ს პოპულარულ საძიებო სისტემაში საქართველოს შესახებ სრული ინფორმაციის განთავსება მნიშვნელოვანია, როგორც ზოგადად ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, ასევე ნავიგაციის სისტემის, ტურიზმისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. შეგახსენებთ, Google-ს რუკაზე საქართველოს შესახებ ინფორმაცია ორწლიანი, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით, 2011 წელს გაჩნდა. ამჟამად უწყება Google maps-ის რეგიონალური ადმინისტრატორია. რუკაზე მუშაობა მუდმივი, უწყვეტი პროცესია და ამ მიმართულებით სააგენტო მუშაობას კვლავაც გააგრძელებს.
Google-ს რუკაზე თბილისის სრული მონაცემებია
24 ივნისი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 1
თეგები: გუუგლი • თბილისი • რუკა
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები