“გაშენდეს თბილისის ცენტრალური პარკი ვერეს ხეობაში” – სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა აქცია დაგეგმეს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აქცია არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკურ გაერთიანებებთან. “ვთვლით, რომ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ და იმის გათვალისწინებით, რომ თბილისში არ არსებობს პარკები, ვერეს ხეობაში უნდა გაშენდეს ცენტრალური სარეკრეაციო ზონა, რომელიც ზოოპარკის იპოდრომისა და მზიურის ტერიტორებს გააერთიანებს. ჩვენი სურვილია გათავდეს აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებული სპეკულაციები და იქნას მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება პარკის მშენებლობის თაობაზე. აქცია არ ატარებს პოლიტიკურ სახეს. იგი ორგანიზებულია რიგითი მოქალაქეების მიერ და კავშირი არ აქვს არანაირ პოლიტიკურ გაერთიანებებთან”, – ნათქვამია განცხადებაში.
მოქალაქეების მიერ ფეისბუქზე დაგეგმილი აქცია თბილისში აქცია საკრებულოსთან 6 საათზე გაიმართება.
“გაშენდეს თბილისის ცენტრალური პარკი ვერეს ხეობაში”
28 ივნისი, 2015 • ანა ჯიქია • 1
თეგები: აქცია • თბილისი • პარკი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები