საბერძნეთში არსებული კრიზისის ფონზე დამძიმდა იქ მომუშავე ქართველების ყოფაც.მათი უმეტესობა ევროპის სხვა ქვეყანაში გადაბარგდა, ნაწილი კი სამშობლოში დაბრუნდა. რაც შეეხება ქალებს, რომლებიც საბერძნეთში ბავშვებისა და მოხუცების მომვლელებად მუშაობენ, ხელფასი 100-200 ევროთი შეუმცირდათ.”ნიუპრესი” ქუთაისელ ემიგრანტს მარინა კვანტალიანს ესაუბრა. როგორც მარინა ჩვენთან საუბარში ჰყვება, იქ დარჩენილი ქართველები ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. “ძალიან ცუდ დღეში ვართ, ოჯახში საჭმლის ფულსაც ვერ ვაგზავნი. წასასვლელიც არსად მაქვს. არ ვიცი, რა გვეშველება. ადგილობრივი მოსახლეობა შეშინებულია. საბერძნეთი ართველების ნაწილმა დატოვა. საბერძნეთს ბერძნებიც ტოვებენ”,-განაცხადა საბერძნეთში მცხოვრებმა ემიგრანტმა მარინა კვანტალიანმა. სხვადასხვა მონაცემებით, საბერძნეთში 150 ათასიდან 200 ათასამდე საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს.
“საბერძნეთს ბერძნებიც ტოვებენ”
29 ივნისი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 1
თეგები: კრიზისი • საბერძნეთი • ქართველები
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები