სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მერია წიგნის დასაბეჭდად მორიგ ტენდერს აცხადებს

2 ივლისი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

მერია წიგნის დასაბეჭდად მორიგ ტენდერს აცხადებს

ქუთაისის მერია წიგნების ბეჭდვის სახელმწიფო შესყიდვას აგრძელებს. ამჯერად პოეტის, ნინო გვენცაძის კრებულის „წიგნი გზა სიკეთისა“ დასაბეჭდად 1120 ლარიან ტენდერს აცხადებს. მიმწოდებელი ვალდებულია 192 გვერდიანი კრებულის 400 ცალი ეგზემპლარი მიაწოდოს შემსყიდველს.

აღნიშნული პოეტის, ნინო გვენცაძის შემოქმედება ქუთაისში ნაკლებად ცნობილია. თუ რა კრიტერიუმებით მოხდა მისი შერჩევა, ამის შესახებ ქუთაისის მერიის კომენტარს “ნიუპრესი” მოგვიანებით მოგაწვდით.

თეგები: მერიანინო გვენცაძექუთაისი