სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმუნიტეტის გასაძლიერებელი მედიკამენტები „მადლიერების სახლის“ ბენეფიციარებს

3 ივლისი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

იმუნიტეტის გასაძლიერებელი მედიკამენტები „მადლიერების სახლის“ ბენეფიციარებს

ქუთაისის „მადლიერების სახლის“ ბენეფიციარებს მედიკამენტები გადაეცათ. საქველმოქმედო ფონდ „ მეობის“ დახმარებით პოლონურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ „მადლიერების სახლს“ 17 000 ლარის ღირებულების წამლები გადასცა. ბენეფიციარებმა სამი სახის იმუნიტეტის გასაძლიერებელი მედიკამენტები მიიღეს. ორგანიაციის დამფუძნებლის, ვლადიმერ ნაკაშიძის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.

„მადლიერების სახლის“ ბენეფიციარებმა ერთჯერადი დახმარებისთვის ორგანიზაციას მადლობა გადაუხადეს.

ამ დროისთვის „მადლიერების სახლი“ 800 ბენეფიციარს ემსახურება.

თეგები: ბენეფიციარებიმეობაქუთაისი