კვირა, 6 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში, საგამოცდო ცენტრებში 52 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

3 ივლისი, 2015 • ანა ჯიქია • 34

ქუთაისში, საგამოცდო ცენტრებში 52 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდა დასრულებულია.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდები დღეს დასრულდა. საგანში გამოცდა ორ ეტაპად, გუშინ და დღეს ტარდებოდა. პირველ სესიაზე ქვეყნის მასშტაბით დაგვიანების 2 შემთხვევა, ფოთსა და თბილისში დაფიქსირდა. მეორე სესიის სტატისტიკური მონაცემები კი ასეთია: რეგისტრაცია გაიარა 9243-მა აბიტურიენტმა, გამოცდაზე არ გამოცხადდა 270, დაგვიანების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. დღეს საგამოცდო პროცესიდან არცერთი აბიტურიენტი არ მოხსნილა. რაც შეეხება ქუთაისში საგამოცდო ცენტრებში არსებულ ვითარებას. აქ, დღეს, საერთო ჯამში, რეგისტრაცია 2640-მა აბიტურიენტმა გაიარა. გამოცდაზე არ გამოცხადდა 52. ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტები საჯარო, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გახდება, ხოლო შედეგები მოგვიანებით გამოქვეყნდება.
ორშაბათს აბიტურიენტები მეორე სავალდებულო გამოცდას ზოგად უნარებში ჩააბარებენ.

თეგები: აბიტურიენტებიეროვნული გამოცდებიქუთაისი