ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქველმოქმედო „დაისი“ ოპერაში

3 ივლისი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი ანა ლიპარიშვილი • 1

საქველმოქმედო „დაისი“ ოპერაში

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი თბილისში მომხდარ ტრაგედიას მესამე ღონისძიებით ეხმიანება. დღეს თეატრში ფალიაშვილის სამმოქმედებიანი ოპერა “დაისი” წარმოადგინეს.

როგორც ოპერის მთავარმა დირიჟორმა რევაზ ჯავახიშვილმა აღნიშნა, სპექტაკლი საქველმოქმედოა და ბილეთებიდან შემოსული თანხა თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლების დასახმარებელ ფონდში გადაირიცხა.

ბილეთის ღირებულება 3–დან 5 ლარამდე იყო, 300–მდე ბილეთი გაიყიდა. შეგროვებული თანხა დაახლოებით 1500 ლარია, რომელიც ორშაბათს ფონდში გადაირიცხება.

თეგები: დაისითბილისიქუთაისი