ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

აბიტურიენტები გამოცდას ზოგად უნარებში აბარებენ

6 ივლისი, 2015 • ანა ჯიქია • 1

აბიტურიენტები გამოცდას ზოგად უნარებში აბარებენ

საქართველოს 19 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტები გამოცდას ზოგად უნარებში აბარებენ. მათ საშუალება აქვთ წელს ეს გამოცდა ქართულ, რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე ჩააბარონ. ზოგადი უნარების გამოცდის პირველმა სესიამ მშვიდ ვითარებაში უხარვეზოდ ჩაიარა. არ დაფიქსირებულა დაგვიანებისა და გამოცდიდან მოხსნის არც ერთი შემთხვევა.

დაგვიანების და გამოცდიდან მოხსნის შემთხვევები არ დაფიქსირებულა ქუთაისში, სადაც გამოცდა სამ ცენტრში ტარდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ სესიაზე არ გამოცხადდა აბიტურიენტთა 4 პროცენტი.

რაც შეეხება წინა გამოცდას, ქართულ ენასა და ლიეტრატურაში, აქ გამოყენებული გამოყენებული ტესტები დღეს, გვიან საღამოს, გამოქვეყნდება.

თეგები: აბიტურიენტებიგამოცდაზოგადი უნარები