კვირა, 6 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ზოგადი უნარების გამოცდის პირველი დღე დასრულდა

6 ივლისი, 2015 • ანა ჯიქია • 77

ზოგადი უნარების გამოცდის პირველი დღე დასრულდა

ქუთაისში დაგვიანების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

საქართველოს 19 საგამოცდო ცენტრში ზოგადი უნარების გამოცდის დღვანდელი ეტაპი დასრულებულია. მეორე სესია 15:00 საათზე დაიწყო. დაგვიანების ერთი შემთხვევა რუსთავის საგამოცდო ცენტრში დაფიქსირდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მეორე სესიაზე აბიტურიენტთა 3% არ გამოცხადდა. დაგვიანების და საგამოცდო პროცესიდან მოხსნის შემთხვევები არც ქუთაისში დაფიქსიებულა.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს 20:00 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გამოყენებული ტესტური დავალებები გამოქვეყნდება. რაც შეეხება შეფასების სქემას და შედეგებს, აგვისტოს პირველ რიცხვებში გასაჯაროვდება.

აბიტურიენტები ზოგად უნარებში გამოცდას ხვალაც ჩააბარებენ.

თეგები: გამოცდებიზოგადი უნარებიტესტები