ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პოლონეთის ზარაფხანაში მოჭრილი მონეტა ქუთაისშია

10 ივლისი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 1

პოლონეთის ზარაფხანაში მოჭრილი მონეტა ქუთაისშია

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ,,თბილისი 2015′ აღსანიშნავად პოლონეთის ზარაფხანაში მოჭრილი მონეტა ქუთაისშია. ამის შესახენ ინფორმაციას იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი რევაზ რობაქიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც რობაქიძე აღნიშნავს, მონეტის მფლობელი ცნობილი ნუმიზმატი, ქუთაისში პირველი ოლიმპიური მონეტების გამოფენის მონაწილე – გურამ ფილიპაშვილი გახდა. საკოლექციო მონეტა ფილიპაშვილს გადასცა ოლიმპიური მონეტების გამოფენის ორგანიზატორებმა, “ბაზისბანკის” ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელმა ივანე კაკაურიძემ, იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა – რევაზ რობაქიძემ და ქუთაისის საკრებულოს წევრმა თამაზ კიკვაძემ.

თეგები: ზარაფხანამონეტაქუთაისი