17 მარტიდან საქართველოს სკოლებში კინოს სწავლება დაიწყება. პროგრამის “კინო სკოლაში” ფარგლებში უფროსკლასელთათვის (მე-9,მე-10, მე11 კლასები) მოეწყობა ქართული და მსოფლიო კინოს საეტაპო ფილმების ჩვენება და ჩვენების შემდგომი დისკუსიები. რადგან პროგრამა საპილოტეა, პირველ ეტაპზე მასში მხოლოდ რამოდენიმე ათეული სკოლაა ჩართული. იმერეთის რეგიონიდან პროგრამაში ჩართულია – ქუთაისის 5 სკოლა (მე-9, მე19, მე-17, 37-ე და 25-ე) ზესტაფონის მე-7 სკოლა, სამტრედიის მე-11 და გეგუთის საჯარო სკოლები. როგორც საქართველოს კინემატოგრაფისტთა ეროვნულ ცენტრში განმარტავენ აღნიშნული სკოლების შერჩევა მათი მოტივირებულობითა და ტექნიკური რესურსის არსებობით გადაწყდა. კინოკურსს კინოს სპეციალისტები წაუძღვებიან. იმერეთში სამ სპეციალისტი იმუშავებს, რომელებიც 8 სკოლაში კვირაში 4 -ჯერ კინოგაკვეთილებს ჩაატარებენ. ბავშვები ასევე იმუშავებენ კინოსცენარზეც, რომელთაგან საუკეთესო შეირჩევა და კინოცენტრი უზრუნველყოფს ამ სცენარის მიხედვით ფილმის გადაღებას. სამი თვის განმავლობაში სკოლებში ნაჩვენები იქნება 12 ფილმი. რომელთაც კინოკურსის წამყვანები იმ 30 ფილმიდან შეარჩევენ, რომელიც კინოცენტრმა წარმოადგინა. პროექტს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ახორციელებს, განათლების სამინისტროს მხარდაჭერით. მასში საქართველოს ხუთი რეგიონია ჩართული: შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, იმერეთი, აჭარა. ჯერჯერობით პროექტში “კინო სკოლაში” არ მონაწილეობენ თბილისის სკოლები.
17 მარტიდან ქუთაისის 5 სკოლაში კინოს სწავლება დაიწყება
16 მარტი, 2014 • ეკა კუხალაშვილი • 11
იმერეთში სამ სპეციალისტი იმუშავებს, რომელებიც 8 სკოლაში კვირაში 4 -ჯერ კინოგაკვეთილებს ჩაატარებენ.
თეგები: იმერეთის რეგიონი • კინო სკოლაში • პოლიტიკა • საპილოტე პროგრამა
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები