პოლიციამ ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოვლენა თითქმის გააორმაგა. 2014 წელთან შედარებით შედეგები ასე გამოიყურება: შსს-მ ამ მომენტისთვის მოძალადეთა დევნის მაჩვენებელი 16%-ით გააუმჯობესა და ის 89%-ს შეადგენს. 2015 წლის 20 ივლისის მონაცემებით, სულ მოხდა 573 შემთხვევა, დევნა დაიწყო 419 შემთხვევაზე. პოლიციის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა, რომელიც სასამართლომ დაამტკიცა, 1410-ია.
რაც შეეხება იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმს, მონაცემებია ასეთია: მომხდარია ძლადობის 98 შემთხვევა, აქედან დევნა დაიწყო 95 შემთხვევაზე. იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში დაფიქირდა ჯანმრთელობის დაზიანების 2 შემთხვევა, დევნა ორივეზეა დაწყებული. მომხდარია მკვლელობის ერთი შემთხვევა.
შსს-მ ოჯახში ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან 2182 შეხვედრა ჩაატარა.