სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დაკარგული კალათა სკოლის დირექტორთან აღმოჩნდა

28 ივლისი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

დაკარგული კალათა სკოლის დირექტორთან  აღმოჩნდა

“გიმნაზიელი გოგონას” კალათა ნაპოვნია, ის მესამე სკოლის დირექტორთან აღმოჩნდა. როგორც თამაზ ჭაბუკიანმა აღნიშნა, კალათა გარკვეული პერიოდის წინ, სკოლასთან დაგდებული იპოვა და შეინახა, რის შესახებაც ქალაქის მერიას არ აცნობა.

“კალათი ბავშვებს მოუძვრიათ და ძირს ეგდო, ავიღე და შევინახე, რომ არ დაკარგულიყო. ამის შესახებ არავისთვის მიცნობებია”,–განაცხადა სკოლის დირექტორმა.

თუმცა, კალათა, ამ დრომდე არ დაბრუნებია “მფლობელს”. თამაზ ჭაბუკიანის განცხადებით, “გიმნაზიელი გოგონას” ქანდაკებას კალათა აუცილებლად დაუბრუნდება.

თეგები: გიმნაზიელი გოგონათამაზ ჭაბუკიანიქუთაისი