მათთვის, ვინც ზაფხულის ამ ცხელიდღეების განმავლობაში ვერ შეძლოქალაქიდან გასვლა, ხვალიდან 14აგვისტოს ჩათვლით ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში, “მონპლეზირის თაღთან”, სადაც მდებარეობდა ქუთაისის ერთ–ერთი პირველი კინოთეატრი, ტრადიციულად გელით კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ. წარმოდგენილი იქნება ფედერიკო ფელინის ფილმების რეტროსპექტივა. კინოჩვენებების პროგრამა: 10 აგვისტო – „გზა“ 11 აგვისტო – „ტკბილი ცხოვრება“ 12აგვისტო – „კაბირიას ღამეები“ 13 აგვისტო – „81/2“ 14 აგვისტო – „ამარკორდი“ ყველასეანსი დაიწყება 21:00 საათზე. გახსნისას კი მაყურებელს სასიამოვნო სიურპრიზი ელის -ფელინის კინოსამყაროს ამსახველი მცირე პერფომანსი! დასწრება, რა თქმა უნდა, უფასოა!
ხვალიდან ქუთაისში, ღია ცის ქვეშ კინოჩვენებები იწყება
9 აგვისტო, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1
თეგები: კინო • ქუთაისი • ღიაცისქვეშ
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები