კორნელისა და ოჰაიოს უნივერსიტეტების სპეციალისტების კვლევაში მონაწილეობდა 370 უფროსკლასელი. როგორც გაირკვა, მოსწავლეები 4-ჯერ უფრო ხშირად იღებდნენ სალათებს სკოლის სასადილოში, თუ ის დამზადებული იყო მათ მიერ მოყვანილი ბოსტნეულისგან. მანამდე სალათებს იძენდა მოსწავლეთა მხოლოდ 2 %, ხოლო ექსპერიმენტის შემდეგ მათი რიცხვი 10%-მდე გაიზარდა.
ცინცინათის სამედიცინო ცენტრის ბავშვთა ჰოსპიტლის სპეციალისტებმა, ასევე გამოიკვლიეს, თუ როგორ შევაჩვიოთ ბავშვები სწორ კვებას ადრეული ასაკიდან. მათ შეიმუშავეს საბავშვო ბაღების აღსაზრდელებიდან მეექვსე კლასის მოსწავლეებამდე განკუთვნილი პროგრამა: ისინი, ვინც სკოლის სასადილოში სასარგებლო პროდუქტს შეიძენდა, ღებულობდა მცირე პრიზს. მეცნიერების მეთოდი ეფექტური აღმოჩნდა. mkurnali.ge
როგორ წავახალისოთ ბავშვები, რომ მეტი ბოსტნეული მიირთვან
13 აგვისტო, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 1
თეგები: ბავშვები • ბაღი • ბოსტნეული
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები