ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ლეო ანთაძე მონო სპექტაკლით ქუთაისში წარსდგება

18 აგვისტო, 2015 • ირინა მაკარიძე • 1

ლეო ანთაძე მონო სპექტაკლით ქუთაისში წარსდგება

21 აგვისტოს,ქუთაისში მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში საქართველოს სახალხო არტისტის ლეო ანთაძის სასცენო მოღვაწეობის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართება.

როგორც “ნიუპრესს” ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა თამთა თურმანიძემ განუცხადა, “საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმართება ლეო ანთაძის სასცენო მოღვაწეობის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი ტურნე, რომლის ინიციატორი საქართველოს ეროვნული ფილარმონიაა. ტურნეს ფარგლებში ღონისძიება ქუთაისშიც გაიმართება.

საზეიმო საღამოზე წარმოდგენილი იქნება მონო სპექტაკლი ბატონი ლეოს მონაწილეობით, რომელიც წლების მანძილზე ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ერთი მსახიობის თეატრის რეპერტუარში იყო”.

თეგები: თამთა თურმანიძელეო ანთაძექუთაისის ოპერა