ქუთაისში, 30 მარტს, მუსიკოს ზაზა მარჯანიშვილის საავტორო კონცერტი გაიმართება სახელწოდებით „დო-დან დო-მდე”. მას მესხიშვილის თეატრი უმასპინძლებს. ზაზა მარჯანიშვილთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკოსები, უჩა მეტრეველი, ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე, ასევე, ოპერის სიმებიანი კვარტეტი, ვოკალისტ-შემსრულებლები და მსახიობები.
კომპოზიტორი და მულტიინსტრუმენტალისტი ზაზა მარჯანიშვილი 1986 წლიდან მოღვაწეობს, როგორც პიანისტი, კომპოზიტორი, პროდიუსერი. იგი მონაწილეობდა მრავალ ფესტივალში მსოფლიოს მასშტაბით.
ამერიკაში ზაზა მარჯანიშვილი მუშაობდა ჰოლივუდში “GOLDMORE PRODUCTIONS”-ში. მას ეკუთვნის კინომუსიკა ფილმებისთვის: “SHADOW OF DOUBT”, “FALLEN ANGEL”, “TELEPHONE”, “SAMUEL” და სხვა. ზაზა მარჯანიშვილი არის მუსიკის ავტორი მრავალი სატელევიზიო სერიალის, შემეცნებით-დოკუმენტური ფილმისა თუ სარეკლამო რგოლისთვის. ზაზა მარჯანიშვილს შექმნილი აქვს 10 ალბომი, რომელიც შეიცავს ჯაზის, კინომუსიკის, ეთნოჯაზის, კლასიკის, ლათინურ და აღმოსავლურ ღონისძიების “დო-დან დო-მდე” კონცერტის ინიციატორი ქალაქ ქუთაისის მერიის კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახურია.
კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება.