ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“რუსთავი 2”-ის კონცერტი გადაჭედილი ავტოსაგზაო მოძრაობის ფონზე მიმდინარეობს

13 სექტემბერი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი, ანა ჯიქია • 1

“რუსთავი 2”-ის კონცერტი გადაჭედილი ავტოსაგზაო მოძრაობის ფონზე მიმდინარეობს

ქუთაისში, “მოსწავლე – ახალგაზრდობის პარკში” “რუსთავი- 2” -ის კონცერტი მიმდინარეობს, რამაც მოსახლეობის დიდი დაინტერესება გამოიწვია. თუმცა მოუწესრიგებელმა ავტოსაგზაო მოძრაობამ პრობლემები შექმნა-მთლიანად გადაჭედილია პარკის მიმდებარე ტერიტორია. ერთმანეთში ირევა ფეხით მოსიარულეები, მსუბუქი ავტომობილები, სამარშუტო ტაქსები და ტრაილერებიც კი, რადგან ჭავჭავაძის პროსპექტი, სადაც აღნიშნული პარკია, ცენტრალურ ავტომაგისტრალს წარმოადგენს.

შეკრებილი მოქალაქეები უკმაყოფილებას ქალაქის ხელმძღვანელობის მიმართ გამოხატავენ, რადგან არ მოხდა მოსალოდნელი საფრთხეების გათვალისწინება და მიმდებარე ქუჩების გადაკეტვა.

საპატრულო პოლიციას სიტუაციის დარეგულირებას ცდილობს.

თეგები: რუსტავი 2ქუთაისი