14 სექტემბრიდან „ვისოლი“ ქსელში არსებულ საწვავ პროდუქტზე ფასს კიდევ 5 თეთრით ამცირებს. ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასის კლების ტენდენციის გათვალისწინებით „ვისოლი“ ფასებს უკვე მესამედ ამცირებს. “მოხარული ვართ, რომ მსოფლიო ბაზარზე საწვავზე ფასების შემცირებამ საშუალება მოგვცა ჩვენს ქსელში არსებულ ბენზინის პროდუქტზე ფასი კიდევ 5 თეთრით შევამციროთ. თუ ფასების კლების ტენდენცია საერთაშორისო ბაზარზე კვლავ შენარჩუნდა, ეს აუცილებლად აისახება ჩვენს ქსელში საწვავის ფასზე და შესაბამისად შემცირდება”, – აცხადებს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.
“ვისოლის” ქსელში საწვავი იაფდება
14 სექტემბერი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 1
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები