ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ტრიატლსა და ბიატლში შსს–ს თანამშრომელმა გაიმარჯვა

21 სექტემბერი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ტრიატლსა და ბიატლში შსს–ს თანამშრომელმა გაიმარჯვა

შსს-ს თანამშრომელმა მსოფლიო ჩემპიონატში 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონატი ტრიატლსა და ბიატლში, რომელმაც სტარტი ბათუმში აიღო, დასრულდა.

საქართველოს ნაკრების სახელით მოასპარეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელმა გიორგი ბერძენიშვილმა ჩემპიონატის მესამე დღეს, ინდივიდუალურ გამოსვლაში ბიატლში ოქროს მედალი მოიპოვა. წარმატებულმა სპორტსმენმა საქართველოს ნაკრებს ჯამში სამი – 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი შემატა.

მსოფლიო ჩემპიონატი ბიატლსა და ტრიატლში საქართველოში პირველად, თანამედროვე ხუთჭიდისა საერთაშორისო კავშირის, საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდის და ტრიატლონის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით იმართება.

თეგები: გამარჯვებამედალისპორტიჩემპიონატი