შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ეს უმძიმესი დანაკარგია ჩვენი ქვეყნისთვის”

23 სექტემბერი, 2015 • ანა ჯიქია • 28

“ეს უმძიმესი დანაკარგია ჩვენი ქვეყნისთვის”

პრეზიდენტი ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურის გამო. ქართველი სამხედრო „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს დაიღუპა.

“ღრმა მწუხარებით მივიღე ცნობა ავღანეთში ქართველი მებრძოლის, IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულიჯანიშვილის გარდაცვალების შესახებ. ეს უმძიმესი დანაკარგია ჩვენი ქვეყნისთვის, რომლისთვისაც ფასდაუდებელია სამშობლოსათვის თავდადებული თითოეული მამულიშვილის სიცოცხლე. ამ მძიმე წუთებში ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, თანამებრძოლებს შეიარაღებულ ძალებს და მთელ ქვეყანას”, – ნათქვამა პრეზიდენტის განცხადებაში.

თეგები: ავღანეთიგიორგი მარგველაშვილიპრეზიდენტი