ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქართველი მორაგბეები მსოფლიო თასზე დღეს მორიგ შეხვედრას გამართავენ

2 ოქტომბერი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 1

ქართველი მორაგბეები მსოფლიო თასზე დღეს მორიგ შეხვედრას გამართავენ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასზე დღეს მორიგ შეხვედრას გამართავს. “ბორჯღალოსნები” უელსში, კარდიფის “მილენიუმზე” თბილისის დროით 23:00 საათზე, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, რეიტინგის პირველადგილოსან ახალ ზელანდიას დაუპირისპირდებიან. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს. საქართველო-ახალი ზელანდია ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდება.
ეს საქართველოსთვის მესამე შეხვედრა იქნება. მილტონ ჰეიგის გუნდი ჯგუფში ოთხი ქულით მეოთხე ადგილს იკავებს. პირველ შეხვედრაში “ბორჯღალოსნებმა” ტონგა დაამარცხეს, მეორეში კი არგენტინასთან დამარცხნდნენ. ახალი ზელანდია 9 ქულით ჯგუფის ლიდერია. ზელანდიელებმა პირველ ტურში არგენტინა, მეორეში კი ნამიბია დაამარცხეს.

თეგები: რაგბისპორტი