ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“დავით დვალი არაა ის პიროვნება, ქუჩაში კრივი გამართოს”

5 ოქტომბერი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

“დავით დვალი არაა ის პიროვნება, ქუჩაში კრივი გამართოს”

“საზოგადოება კარგად იცნობს დავით დვალს და იცის, რომ ის არაა პიროვნება, რომელიც ქუჩაში კრივს გამართავს, მაგრამ დაველოდოთ გამოძიებას. მე კი შემიძლია გითხრათ, რომ დავით დვალი სწორად მოიქცა, უფლებამოსილება რომ შეჩერა”–ასეთი შეფასება მისცა საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივას მისმა მოადგილემ ნიკოლოზ ლატარიამ, რომელიც ამჟამად თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს.

დვალის გადაწყვეტილებას დადებითად აფსებს საკრებულოს “რესპუბლიკელი დეპუტატი” ნატო ქათამაძე, რომლის განცხადებითაც, აუცილებელია გამოძიება მალე დასრულდეს, რომ საზოგადოებამ მომხდარი ინციდენტის შესახებ ზუსტი პასუხები მიიღოს.

“ამ ინციდენტზე ბევრი კითხვაა და საჭიროა მიუკერძოებელი პასუხები, ამიტომ დაველოდოთ გამოძიებას, დავით დვალი ლოგიკურად მოიქცა, ეს გადაწყვეტილება რომ მიიღო”,–აცხადებს ‘ნაციონალი დეპუტატი ბესიკ ბრეგაძე”.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის” თავმჯდომარის სულხან ქობულაძის ბრალდების საფუძველზე დვალმა გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეიჩერა.

თეგები: დვალიინციდენტისაკრებულო