“თავისუფალი ზონის” წევრებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ნიკოლოზ ნარსიას, მირიან დეისაძეს და კახა გაბუნიას ბრალი სსკ-ს 239-ე მუხლით წარედგინათ, რაც ხულიგნობას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თავისუფალი ზონის წევრები პარლამენტთან მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს, რა დროსაც მათ დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
განაჩენს “თავისუფალი ზონისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები აპროტესტებენ.