სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისი გია ყანჩელის 80 წლის იუბილეს უმასპინძლებს

12 ოქტომბერი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისი გია ყანჩელის 80 წლის იუბილეს უმასპინძლებს

30 ოქტომბერს მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გია ყანჩელის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, ქუთაისის მ.ბალანჩივაძის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის გუნდი, ქორმაისტერი ირინე ლომინაძე. კონცერტში იმღერებენ ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, გიორგი ცაგარელი (ალტი).

ღონისძების ოფიციალური მხარდამჭერია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება.

თეგები: 80იუბილეკონკურსი / ანონსიკულტურაყანჩელი