სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მოსკოვში ყოფილი პოლიტპატიმარი დაიჭირეს

13 ოქტომბერი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 1

მოსკოვში  ყოფილი პოლიტპატიმარი დაიჭირეს

მოსკოვში ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი გაბედავა დააკავეს. ამის შესახებ, სააგენტო “ნიუპრესს” გაბედავას მეგობარმა შეატყობინა, რომელიც მოსკოვში იმყოფება. ემიგრანტის განცხადებით, შემოწმება იყო, როდესაც ერთ-ერთმა პოლიციელმა გიორგი გაბედავას შეურაცხყოფა მიაყენა, რადგან ის ქართველი იყო. პოლიციელმა საქართველო და ქართველები უდიერად მოიხსენია.

„ცოტა ხნის წინ გაგვაჩერეს “რეიდზე” პოლიციელებმა, გიორგის შელაპარაკება მოუვიდა ერთ-ერთ “უზრდელ” პოლიციელთან, რომელმაც უდიერად მოიხსენია საქართველო და კონკრეტულად ყველა ქართველი! რის შემდეგადაც იგი დააკავეს. მან მოასწრო ტელეფონის ჩემთვის გადმოცემა, სამწუხაროდ, ვერაფრის გადაღება ვერ მოვასწარი, რადგან მეც დამაკავებდნენ“, – აღნიშნავს გაბედავას მეგობარი.

გაბედავა 319-ე მუხლითაა დაკავებული, რაც სახელმწიფო მოხელისთვის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს და ითვალისწინებს 40 ათას რუსულ რუბლამდე ადმინისტრაციულ ჯარიმას.

თეგები: გიორგი გაბედავა.მოსკოვი.