სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ტაძრებში მსურველებისთვის 24-საათიანი ლოცვა დააწესა.
ამის შესახებ ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
“საქართველო გამოირჩეოდა ისტორიულად თავისი დიდი ლოცვით, ლოცვებით. შემთხვევით არ არის, რომ ჩვენ აღვადგინეთ უძველესი წესი – შვიდგზის ლოცვა. შვიდჯერ დღეში ლოცულობდა ჯერ კიდევ დავით მეფე, ისრაელისა ფსალმუნთა დამწერელი და აი, დღეს მე მინდა მოგცეთ ლოცვა-კურთხევა, რომ საქართველოში და, სვეტიცხოველში განსაკუთრებით, დაწესდეს 24-საათიანი ლოცვა. ყველა ადამიანს დღე და ღამე ექნება საშუალება, შემოვიდეს სვეტიცხოველში და შეასრულოს ლოცვა. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ლოცვები. ჩვენთან არს ღმერთი”, – აღნიშნა პატრიარქმა.
ეკლესიებში 24-საათიანი ლოცვა დაწესდა
14 ოქტომბერი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 1
თეგები: ეკლესია.ილია მეორე.
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები