სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქალთა ორგანიზაციამ ქუთაისში აქცია გამართა

18 ოქტომბერი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 1

ქალთა ორგანიზაციამ ქუთაისში აქცია გამართა

“თავისუფალი ზონის” დაკავებული წევრებისა და “რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არსებულმა ქალთა ორგანიზაციამ ქუთაისში აქცია გამართა.

ორგანიზაციის წევრები სოლიდარობას უცხადებენ ტელევიზიას და დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

„ჩვენ დღეს საქართველოს მასშტაბით შევიკრიბეთ ქალები “რუსთავი 2_ის მხარდასაჭერად. ჩვენ ყოველდღე ვუყურებთ “რუსთავი 2-ს”და გვინდა კვლავაც ვუყურებდეთ მას. ასევე ვითხოვთ დაუყოვნებლივ გაანთავისუფლონ სიტყვის თავისუფლებისათვის დაკავებული ახალგაზრდები“, – განაცხადეს აქციაზე.

„ჩვენ ვართ დედები იმ ბავშვებისა, რომლებიც უკანონოდ დააკავეს. მოვითხოვთ სამართლიანობას. არხი დაუბრუნდეს საზოგადოებას და გამოუშვან უდანაშაულო ბავშვები, რომლებმაც თავი შეწირეს უსამართლოს წინააღმდეგ ბრძოლას”, – განაცხადა აქციის მონაწილე მაია კვინიკაძემ.

ქალთა ორგანიზაციის აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ერთდროულად გაიმართა.

თეგები: „რუსთავი 2“ "თავისუფალი ზონა" ქალთა ორგანიზაცია