ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შსს-მ გამოძალვის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა

21 ოქტომბერი, 2015 • ნიუპრესი • 206

შსს-მ გამოძალვის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა

დაკავებულებს ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით მოქალაქისათვის 55 000 ლარის გამოძალვა ედებათ ბრალად.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი პირები: 1991 წელს დაბადებული გიორგი ლ, 1990 წელს დაბადებული გიორგი მ, 1984 წელს დაბადებული ვლადიმერ მ. ჯგუფურად გამოძალვის, ხოლო 1957 წელს დაბადებული მიხეილ ჯ. გამოძალვაში დახმარების ბრალდებით თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით მოქალაქეს 55 000 ლარს სძალავდნენ.

გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად გამოძალვის და გამოძალვაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 25-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით).

თეგები: გამოძალვადაკავებაშსს