სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ტყიბული ქალაქის დღესასწაულის აღსანიშნავად ემზადება

23 ოქტომბერი, 2015 • ნიუპრესი • 1

ტყიბული ქალაქის დღესასწაულის აღსანიშნავად ემზადება

ტყიბული ქალაქის დღესასწაულისათვის ემზადება. ქალაქის თეატრის წინ უკვე მომზადებულია სცენა, სადაც ხვალ “ტყიბულქალაქობის” აღსანიშნავი კონცერტი გაიმარტება. აქვე მოხდება საპატიო ტყიბულელების დასახელება.

ქალაქის დღესასწაული სტარტს 12 საათზე საცურაო აუზის გახსნით აიღებს, შემდეგ მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის ახლადრეაბილიტირებულ დარბაზში მინი ღონისძიება გაიმართება. იგეგმება ღვაწლმოსილი ტყიბულელისათვის ვარსკვლავის გახსნაც.

“ტყიბულქალაქობა” პირველად 1997 წელს გაიმართა, თუმცა დღესასწაული წელს მხოლოდ მეოთხედ აღინიშნება.

თეგები: ტყიბულქალაქობა