ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შსს “რუსთავი 2”-ის მთელ ტერიტორიაზე ვიდეოკამერებს დაამონტაჟებს

24 ოქტომბერი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 1

შსს  “რუსთავი 2”-ის მთელ ტერიტორიაზე ვიდეოკამერებს დაამონტაჟებს

შსს-ს სპეციალურ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ეხებოდა, შსს განსაკუთრებულ ზომებს იღებს.

ასევე, ცნობილი გახდა ისიც, რომ შსს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მთელ ტერიტორიაზე ვიდეოკამერების დამონტაჟებას აპირებს.

“უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, ან ხელში ჩასაგდებად. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს განსაუთრებულ ზომებს. ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის მთელ ტერიტორიაზე დამონტაჟდება ვიდეკამერები, რომელთა საშუალებითაც, მთელი პერიმეტრის 24-საათიანი კონტროლი მოხდება. ამასთან, აღნიშნულ ტერიტორიაზე დღე-ღამის განმავლობაში მუდმივად იმორიგევებენ საპატრულო ეკიპაჟები, რათა უზრუნველვყოთ მოქალაქეების, მათ შორის, ტელეკომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოება და თავიდან ავირიდოთ მოსალოდნელი პროვოკაციები”, – განაცხადა შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა პერტაიამ სპეციალურ ბრიფინგზე.

თეგები: შსს