ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

აკაკი წერეთლის იუბილეს ქუთაისში სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნა

24 ოქტომბერი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 1

აკაკი წერეთლის იუბილეს ქუთაისში სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნა

ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება აკაკი წერეთელის იუბილეს მიეძღვნა. შეხვედრაზე მოწვეულნი არიან მწერლები, ენათმეცნიერები, ფილოლოგები. კონფერენცია ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით მოეწყო, თუმცა მათი წარმომადგენლობის გარეშე გაიხსნა.

“დღეს, რიგით მე-7 კონფერენციას მასპინძლობს ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა. ღონისძიება ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ქუთაისი გამორჩეულია მსგავსი თემების განხილვაში და კონფერენციებიც ყოველთვის მაღალ დონეზე იმართება”, – აღნიშნა პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ.

“ბიბლიოთეკაში ყოველწლიურად ტარდება სამეცნიერო კონფერენციები. წლევანდელი კონფერენცია აკაკი წერეთლის საიუბილეო წელს ეძღვნება. ამ მიმართულებით მრავალი საინტერესო მოხსენება გაკეთდა”,-აღნიშნა ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ნარგიზა ჩოგოვაძემ.

წელს აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წლის იუბილე აღინიშნება.

ღონისძიება დღეს გაიხსნა დ ხვალ დასრულდება.

თეგები: აკაკი წერეთლის იუბილებიბლიოთეკა