ოთხი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს მაშველებმა სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშში.
მდინარე რიონი უეცრად ადიდდა და ოთხი მეთევზე კუნძულზე დარჩა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გამოიძახეს.
მაშველებმა მდინარიდან ყველა მათგანი უვნებლად გამოიყვანეს.