აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები უნივერსიტეტის ეზოში აქციას მართავენ.
აქტივისტები ხალხს მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ თავისუფალ სიტყვას საქართველოში და მათთან ერთად გააპროტესტონ მედიაზე ზეწოლა.
“რუსთავი 2”-ის დასაცავად და საქართველოში თავისუფალი სიტყვის არსებობის მოთხოვნით სტუდენტები ხელმოწერებს აგროვებენ.
აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა წამოიწყეს და მას დღეს, აწსუ-ს სტუდენტებიც უერთდებიან.