ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“არტთერაპია” როგორც სარეაბილიტაციო სერვისი პატიმრებისათვის (ფოტო)

30 ოქტომბერი, 2015 • ხატია ბანძელაძე • 1

“არტთერაპია” როგორც სარეაბილიტაციო სერვისი პატიმრებისათვის (ფოტო)

არტთერაპიის მეთოდის, როგორც სარეაბილიტაციო სერვისის დანერგვა გეგუთის 14-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში “GSRT ჯგუფის” ორგანიზებით, საპილოტე პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ანა ჩაფიძის თქმით, პროექტი ემსახურება პატიმრების გარემოში რეაბილიტაციას. პროექტი არის საპილოტე და წარმატების შემთხვევაში იგეგმება მისი გაგრძელება: „დღევანდელი შეხვედრის მიზანია არტ თერაპიის მეთოდის დანერგვა გეგუთის 14-ე დაწესებულებაში, როგორც სარეაბილიტაციო სერვისის, ასევე გვაქვს პატიმრების ნამუშევრების გამოფენა“,- განაცხადა ჩაფიძემ.

14-ე სასჯელაღსრულების დაწესებულების ფსიქოლოგის თამარ ფირცხალავას თქმით კი: „ჩართულობა მსჯავდებულთა მხრიდან არის ძალიან აქტიური. ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამაში გათვლილია თერაპიული მიდგომა, რომელიც მსჯავრდებულებს ეხმარება რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის კუთხით გამოხატონ საკუთარი განცდები და ემოციები. ამ პროექტში მონაწილეობის მიღება ეხმარებათ სასჯელაღსრულების დატოვების შემდეგ იყვნენ აბსოლიტურად რეაბილიტრებულები”.

საპილოტე პროგრამის წარმატების შემთხვევაში პროგრამა უკეთესი ფორმითა და აქტივობით გაგრძელება.

თეგები: არტ-თერაპია გეგუთის სასჯელაღსრულება GSRT