ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში კოსტუმირებული სახალხო სეირნობა 19 საათამდე გასტანს (ფოტო)

31 ოქტომბერი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 1

ქუთაისში  კოსტუმირებული სახალხო სეირნობა  19 საათამდე გასტანს (ფოტო)

დღეს ქუთაისის ცენტრალური მოედანი დილიდან გადაიკეტა, სადაც “დროში მოგზაურობა”, ამ სახელწოდების ახალგაზრდული ფოლკლორული ფესტივალი მიმდინარეობს. კოსტუმირებული სახალხო სეირნობა 19 საათამდე გასტანს. ღონისძიების მონაწილეთა ასაკი განისაზღვრულია 6-დან 24 წლამდე.

გამოფენილია ხალხური რეწვის პროდუქცია, ასევე იგეგმება ფოლკლორული ფოტო სალონის „დროში მოგზაურობა“ ორგანიზება, ქუთაისის აკადემიურ და ოპერის თეატრებში დაცული თეატრალური კოსტიუმების გამოფენა (თეატრების ფოიეში), ასევე გამოიფინება თოჯინების თეატრის უნიკალური თოჯინები.

დღის ბოლოს გაიმართება ფოლკლორული კონცერტი, რომელსაც ფეირვერკი დაასრულებს.

ფესტივალის მხარდამჭერია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.