„ილიუნიში“ გამოფენილ ქუთაისელი მხატვრის ლია უკლების ნახატზე სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი კომენტარს აკეთებს.
„ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი სარწმუნოებისა და საქართველოსი. ძალიან მიკვირს, თუ როგორ დაუშვა ლექტორმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ასეთი მკრეხელობა. ასეთი შეურაცხყოფა, საქართველოში, ჯერ არ მომხდარა. საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და იმედი მაქვს, რომ გამოსწორდებიან”,- განაცხადა ილიაII-მ საკვირაო ქადაგებაზე.
შეგახსენებთ, რომ ნახატზე გამოსახულია ფეხმძიმე წმინდა მარიამი იარაღით ხელში. ნახატი მხატვარმა 17 მაისის მოვლენებს მიუძღვნა.