ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“კინო საქართველოს” ყოფილ შენობაში გასართობი ცენტრი გაიხსნა

10 ნოემბერი, 2015 • მარუსა ხურციძე • 1

“კინო საქართველოს” ყოფილ  შენობაში გასართობი ცენტრი გაიხსნა

ქუთაისში “კინო საქართველოს” შენობაში ახალი გასართობი ცენტრი „happy candy club” გაიხსნა.

ცენტრში 3 ძირითადი დარბაზი ფუნქციონირებს. ოთახი თინეიჯერებისთვის, დაბადების დღის ცენტრი პატარებისთვის და ბავშვების დასატოვებელი დარბაზი, სადაც მშობელს დღის მანძილზე შეუძია შვილი კვალიფიციურ პერსონალს ჩააბაროს, ცენტრი ასევე უზრუნველყოფს ბავშვებს კვებითა და ტრანსპორტირებით.

ძირითად დარბაზში ფუნქციონირებს სწრაფი კვების ობიექტი და კაფე, ასევე ბავშვებისთვის გასართობ ატრაქციონები.

გახსნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, რომლებმაც საზოგადოებას ახალი წამოწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

კინოდარბაზის გახსნა ცენტრში მომავალი წლისათვის იგეგმება.

თეგები: გასართობი ცენტრიკინოსაქართველო