სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წყალდიდობა ზესტაფონში (ფოტო)

12 ნოემბერი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 1

წყალდიდობა ზესტაფონში (ფოტო)

ზესტაფონი-ქუთაისის საავტომობილო გზა წუხანდელი უამინდობის გამო პარალიზებულია. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარე ჩხარა, რამაც რამდენიმე რეგიონში წყალდიდობა გამოიწვია. მათ შორის დაიტბორა ზესტაფონი. მდინარე ჩხარამ ავტომაგისტრალის დაზიანებაა გამოიწვია. ადიდებულმა მდინარემ ავტომაგისტრალის დაახლოებით 30-მეტრიანი მონაკვეთი წაიღო, რამაც აღნიშნული პრობლემები გამოიწვია. ელექტროენერგია შეუწყდა აბონენტთა ნაწილს. როგორც “ნიუპრესს” საგანგებო სოტუაციების მართვის სამსახურმა აცნობა, ამ დროისთვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ფოტო: ლუკა ჭიჭინაძე,მარიამ ჟღენტი

თეგები: წყალდიდობა.იმერეთი.ზესტაფონი