საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე ჩხარას ადიდების გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206–ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე გადაირთო.
“საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 206–ე კმ-ზე მდინარე ჩხარას ადიდების გამო, უსაფრთხო გადაადგილების მიზნით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაირთო ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე, ხოლო აღნიშნული მიმართულებით მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა”-ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით ხორციელდება.
ცენტრალური მაგისტრალის თერჯოლის მონაკვეთზე მოძრაობა კვლავ აიკრძალა
16 ნოემბერი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1
თეგები: გზა • იმერეთი • მოძრაობა
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები