ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ნიუპრესის” ჟურნალისტმა ტრეფიკინგის პრევენციის კონკურსში გაიმარჯვა

16 ნოემბერი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

“ნიუპრესის” ჟურნალისტმა ტრეფიკინგის პრევენციის კონკურსში გაიმარჯვა

ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით, იმერეთის რეგიონში მიმდინარე საინფორმაციო კამპანია დასრულდა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში ჩატარდა.
პროექტის მიზანს, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) საფრთხეების, დანაშაულის თავიდან აცილების საშუალებებისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.
პროექტი – “რეგიონული მედია ტრეფიკინგის პრევენციისთვის იმერეთში” –”საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციამ” ჩაატარა. დასკვნითი ღონისძიებები მრგვალი მაგიდა და მედიაკონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოება ქუთაისში დღეს გაიმართა. გამარჯვებულები ოთხ ნომინაციაში გამოვლინდნენ. ნომინაციაში საუკეთესო ონლაინ გამოცემა “ახალი გაზეთისა” და “ნიუპრესის” ჟურნალისტს ცისანა შერგელაშვილის ნაშრომმა გაიმარჯვა. გამარჯვებულებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
“ტრეფიკინგი, როგორც დანაშაული და მისი პრევენციის გზები” – ამ თემაზე გამართულ დისკუსიაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ “დანაშაულის პრევენციის ცენტრის”, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

თეგები: იმერეთიკონკურსიკონკურსი / ანონსიშედეგი