სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მიმდინარე წელს 3 486 დანაშაულია რეგისტრირებული

17 ნოემბერი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 1

მიმდინარე წელს 3 486 დანაშაულია რეგისტრირებული

ქვეყანაში მომხდარი 3486 დანაშაულიდან გახსნილია 1565 დანაშაული. შინაგან საქმეთა სამინისტრო 2015 წლის იანვარ-ოქტომბრის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, დანაშაულის გახსნის პროცენტია 44.89%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული მატებაა +0.72% (25 ერთეულით).

2015 წლის ოქტომბრის თვეში შსს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 2237 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1358 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 60.71%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -2.01%.

2015 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 29500 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 17211 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 58.34%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -3.89%.

2015 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში შსს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით კი რეგისტრირებულ იქნა 20918 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 14136 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 67.58%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -5.29%.

თეგები: შსს