ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საბერძნეთმა საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

18 ნოემბერი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 1

საბერძნეთმა საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

საბერძნეთის საკანონმდებლო ორგანომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის რესპუბლიკის ახალი მოწვევის პარლამენტი ა.წ. 3 ოქტომბერს შეიკრიბა. დროის შემჭიდროვებულ ვადებში, 9 ნოემბერს კი პარლამენტის ეროვნული თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ხმათა უმრავლესობით მხარდაჭერილ იქნა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის საკითხი”, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საბერძნეთის რესპუბლიკა ევროკავშირის წევრი 26-ე სახელმწიფოა, რომელმაც ზემოაღნიშნული შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. ამჟამად რატიფიცირება ევროკავშირს ორ ქვეყანას არ აქვს განხორციელებული: იტალიას და ბელგიას.

თეგები: საბერძნეთიუცხოეთი