სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შოთა მურღულია ქუთაისელ არქიტექტორებს შეხვდა (+ვიდეო)

19 მაისი, 2014 • თეკლე მორგოშია ზვიად კიკვიძე • 17

შოთა მურღულია ქუთაისელ არქიტექტორებს შეხვდა (+ვიდეო)

მხარეებმა ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური და ურბანული განვითარების სტრატეგიის გეგმის შემუშავებაზეც ისაუბრეს.

“ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი, შოთა მურღულია ქუთაისელ არქიტექტორებს და მხატვრებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა როგორც ზოგადი მიდგომები ქალაქის არქიტექტორული განვითარების მიმართულებით ასევე, არქიტექტორების წინაშე არსებული სხვადასხვა პრობლემები. მხარეებმა ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური და ურბანული განვითარების სტრატეგიის გეგმის შემუშავებაზეც ისაუბრეს. არქიტექტორების თქმით, აღნიშნული გეგმა ქალაქს დროულად სჭირდება. ქუთაისის მერიაში შოთა მურღულიას მუშაობის პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობა ელექტრონულ აუქციონის სისტემაზე გადავიდა. რამაც გამჭირვალე გახადა ქალაქში არსებული ობიექტების ყიდვა გაყიდვის საკითხი. არქიტექტორებმა ეს ინიციატივა დადებითად შეაფასეს და ქალაქის მომავალი განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრეს.

თეგები: პოლიტიკაქუთაისიშეხვედრები არჩევნებიშოთა მურღულია