ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის საქმეზე 3 პირი დააკავეს

21 ნოემბერი, 2015 • ხატია ბანძელაძე • 1

ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის საქმეზე 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ყაჩაღობაში დახმარების ბრალდებით, დაკავებულია სამი პირი: 1985 წელს დაბადებული გელა ქ, 1995 წელს დაბადებული გოჩა ქ. და 1997 წელს დაბადებული ჯამბული ქ.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს – გელა ქ-ს გაურიგდნენ და წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, იარაღის მუქარით, თანამზრახველებთან ერთად, ავტოგასამართი სადგური დააყაჩაღეს, საიდანაც 6 000 ლარი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ,” – ნათქვამია განცხადებაში.

სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები ქუთაისში დააკავეს.

სამივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ყაჩაღობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს.

თეგები: ყაჩაღობა ქუთაისში