სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ადრეული ქორწინების წინააღმდეგ აქცია გაიმართა

25 ნოემბერი, 2015 • მარუსა ხურციძე • 1

ადრეული ქორწინების წინააღმდეგ აქცია გაიმართა

აქცია ადრეული ქორწინების წინააღმდეგ საქართველოს ქალაქებში ერთდროულად იმართება. ქვეყნის მასშტაბით აქციის ორგანიზატორია „ქალთა მოძრაობა Georgian Women’s Movement“

„ადრეული ქორწინება გოგონებზე ძალადობაა“,- ამ ლოზუნგით ქუთაისში აქცია არასამთავრობო ორგანიზაციის „ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა.

„სტატისტიკის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპაში საქართველო მეორე ადგილს იკავებს ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით, რაც სერიოზულ ზეგავლენას ახდენს გოგონათა განვითარებაზე. დღეს ქუთაისმა დააფიქსირა თავისი აზრი ამის საპირისპიროდ“,-აცხადებს აკაკი საღილაძე, ორგანიზაციის ახალგაზრდული ცენტრის წევრი.

ნაადრევ ასაკში ფეხმძიმობა ხშირად გოგონათა ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს და ზრდის მათ შორის სიკვდილიანობას. ბოლო დროინდელი სტატისტიკის მიხედვით, 7 367-მა გოგონამ მე- 7 მე-9 კლასში განათლების მიღება, დიდწილად, ქორწინების გამო შეწყვიტა.

აქციას აქტივისტებთან ერთად ჟურნალისტები და ხელოვანებიც შეუერთდნენ.

თეგები: ქალთა მოძრაობა USID აქციაქუთაისი