ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გელათის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

27 ნოემბერი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

გელათის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

ქუთაისში, გელათის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტს, რომელიც რვა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, მერია ოთხ დღეში ჩაიბარებს. ამის შესახებ ქუთაისის ვიცე მერმა ნოდარ მიქიაშვილმა განაცხადა.

გელათის ქუჩის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდის მიერ სამი მილიონი ლარით დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში გამოიცვალა წყალგაყვანილობა, მოეწყო საყრდენი კედლები და ასფალტის საფარის დაგება. ქუჩაზე სამუშაოები “გზამშენი 21”-მა შეასრულა.

მიმდინარე პროცესების გამო ზაფხულის განმავლობაში მოსახლეობას პრობლემები შეექმნა. ასევე დაზარალდნენ ტურისტული კომპანიები. ადგილობრივ თვითმმართველობაში კი განმარტავდნენ, რომ სამუშაოები ვადების მიხედვით სრულდებოდა და მხოლოდ რამდენიმე დღის ვადაგადაცილება მოხდა.

თეგები: გელათიშედეგი