სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქალაქის მერი წყალწითელას პანსიონატს ესტუმრა

3 დეკემბერი, 2015 • ხატია ბანძელაძე • 1

ქალაქის მერი წყალწითელას პანსიონატს  ესტუმრა

ქალაქის მერი წყალწითელას პანსიონატს ესტუმრა და იქ მცხოვრებ მოხუცებულებს საჩუქრად მაცივარი გადასცა.
პანსიონატის ბინადრების თქმით, მერიის წარმომადგენლებს თავად ეუბნებიან, თუ რომელი ნივთი სჭირდებათ ყველაზე მეტად.
ქალაქის მერმა ერთ-ერთ მათგანს ნელი ბაკურაძეს საკუთარი ლექსების კრებულის გამოცემას დაპირდა.
შშმ პირთა დღესთან დაკავშირებით ქალაქის მერი ყრუ-მუნჯთა საცხოვრებელსაც ესტუმრა, სადაც საჩუქრად ასევე საყოფაცხოვრებო ნივთები მიიტანა.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 დეკემბრის ღონისძიებებისთვის 10 000 ლარი გამოიყო.

თეგები: შშმპ პანსიონატი